ცქრიალა ღვინო Brut, ასკანელი

24,00 
ცქრიალა ღვინო დამზადებულია ქართული ენდემური თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშებისგან: კახური მწვანე, გორული მწვანე, ჩინური, რქაწითელი და ცოლიკოური. ღვინოში იდეალურადაა გამოხატული გარგარის და ვაშლის არომატები. ასევე კარგად იკვეთება მინდვრის ყვავილების ტონები. მიირთვით კარგად ჩაციებული.

ჭაჭა, ანასეული 500 მლ.

Original price was: 41,00 ₾.Current price is: 33,00 ₾.
ანასეულის ჭაჭა ტრადიციული საოჯახო რეცეპტითაა დამზადებული. სასმელი ყურძენ ჩხავერისგანაა დისტილირებული, ამის შემდეგ კი მუხის კასრში მინიმუმ 12 თვის მანძილზეა დაძველებული. ჭაჭას ბაცი ოქროსფერი შეფერილობა, ჰარმონიული, სრული, გამყოლი, გამოხატული გემო და ქიშმიშისა და მშრალი ჩირების არომატი ამშვენებს.

წინანდალი, 750 მლ. ასკანელი

19,00 
წინანდალი - ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი, მშრალი ღვინო. მზადდება რქაწითელის და კახური მწვანეს ჯიშების ყურძნიდან (15 %-მდე). ღვინო „წინანდალი“ ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმო­ნიული, სრული, დახვეწილია, განვითარებული ბუკეტით, ჯიშური არომატით.

ხილის არაყი – სასაჩუქრე ნაკრები (4 ცალი, 0.05 მლ.)

36,00 
ხილის არაყი – სასაჩუქრე ნაკრები. მოიცავს ოთხ ხალ ხილის არაყს (0.05 მლ.): ატმის არაყი, მსხლის არაყი, ქლიავის არაყი, ფორთოხლის არაყი.