წითელი, მშრალი ღვინო. გამოირჩევა ალკოპოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, ხავერდოვნებით, მდიდარი სხეულით, ჰარმონიულობითა და კარგად გამოხატული ჯიშური არომატით.
უსახელოური - წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო. გამოირჩევა ინტენსიური შეფერვით - ლამაზი ლალისფერი და მწიფე ბროწეულის ფერით, მაღალი ალკოპოლით, ჯიშური არომატით, საკმაო სხეულით და მდიდარი ჰარმონიული გემოთი.
ქინძმარაული - უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო. მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. ღვინო „ქინძმარაული“ ხასიათდება მუქი ბროწეულისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, სრული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით.