წითელი, მშრალი ღვინო. გამოირჩევა ალკოპოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, ხავერდოვნებით, მდიდარი სხეულით, ჰარმონიულობითა და კარგად გამოხატული ჯიშური არომატით.
ტვიში - ადგილწარმოშობის დასახელების, თეთრი, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო. დამზადებული ლეჩხუმში, ტვიშის მიკროზონაში მოყვანილი ცოლიკოურის ჯიშის რჩეული ყურძნისგან. ღვინო ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, ხილის ტონებით, ჯიშური არომატით და სასიამოვნო სიტკბოთი.
უსახელოური - წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო. გამოირჩევა ინტენსიური შეფერვით - ლამაზი ლალისფერი და მწიფე ბროწეულის ფერით, მაღალი ალკოპოლით, ჯიშური არომატით, საკმაო სხეულით და მდიდარი ჰარმონიული გემოთი.