შეკვეთის გაუქმების და პროდუქციის უკან დაბრუნების პოლიტიკა
შეკვეთა და გადახდა
ყველა შეკვეთა ექვემდებარება ხელმისაწვდომობას და მიღებას. Wineroom.ge იტოვებს უფლებას გააუქმოს ან უარყოს ნებისმიერი შეკვეთა ჩვენი შეხედულებისამებრ.
ფასები მოცემულია ლარში და მოიცავს კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს. გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ქართული, ასევე უცხოური საკრედიტო/სადებეტო ბარათების მეშვეობით, ასევე Pay-pal გადახდის სისტემის მეშვეობით.
კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადმორიცხვის შემთხვევაში, საჭიროა ონლაინ მაღაზიასთან წინასწარ დაკავშირება, მითითებულ ნომერზე: +995 599 322318
მიწოდების ვადები და ღირებულება
Wineroom.ge-დან 9:00 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხდება მხოლოდ თბილისის მასშტაბით, შეკვეთის გაფორმებიდან 1-2 საათის განმავლობაში. ხოლო 21:00 საათის შემდეგ შემოსული შეკვეთები იგზავნება მეორე დღეს, დილის 9 საათიდან.
თითოეული შეკვეთის მიწოდების ღირებულებაა 7 ლარი (მხოლოდ თბილისის მასშტაბით).
შეკვეთისას მომხმარებელმა აუცილებელია მიუთითოს ზუსტი მისამართი. Wineroom.ge არ იღებს პასუხისმგებლობას არასწორედ მითითებული მისამართის გამო წარუმატებელ მიწოდებაზე.
რეგიონში ან საზღვარგარეთ შეკვეთასთან დაკავშირებით აუცილებელია წინასწარ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 599 322318
პროდუქციის ან/და თანხის დაბრუნება
თუ თქვენ მიიღებთ დაზიანებულ ან შეკვეთისგან განსხვავებულ, არასწორ პროდუქციას, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 3 (სამი) დღის განმავლობაში პროდუქციის შეცვლისთვის ან თანხის დასაბრუნებლად.
დაბრუნებისას პროდუქცია აუცილებლად უნდა იყოს გაუხსნელი, თავდაპირველ მდგომარეობასა და შეფუთვაში.
თანხის დაბრუნება განხორციელდება დაბრუნებული პროდუქციის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.